LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი რომ იყო, მამამისის პანაშვიდებზე „კაციჭამია ნაცებს“ ისე მიჰყავდათ და მოჰყავდათ, ვერ მიხვდებოდი, რომ ციხეში იჯდა“ – რას წერს ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილი ზურა ჯაფარიძეზე

1783
ნუცა ბათიაშვილი

კო­ა­ლი­ცია „ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, პატიმრობაში მყოფი ზუ­რაბ ჯაფარიძე, რომელსაც 12 ივლისს დედა გარდაეცვალა, გუშინ, 14 ივლისს, პანაშვიდზე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიიყვანეს.

დედის პანაშვიდზე ზურაბ ჯაფარიძე ბადრაგებმა ბორკილდადებული მიიყვანეს. აღნიშნული კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძეს დედის პა­ნაშ­ვიდ­ზე 20-წუ­თი­ა­ნი დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა მისცეს.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება „თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის დე­კა­ნი, პოლიტიკოს ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილი, ნუცა ბა­თი­აშ­ვი­ლი.

„20 წუთით მიიყვანესო, ზურა ჯაფარიძე დედის გასვენებაში. 20 წუთით. როგორ და რანაირად მაგის კადრები ხომ ყველამ ნახეთ.

ძალიან არ მინდა ჩემი ამ ბიოგრაფიული ბმის ხსენება, მაგრამ არ შემიძლია არ გავიხსენო.

ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი რომ იყო, შეიარაღებული გადატრიალების მცდელობისთვის (რაც მოგონილი დანაშაული არ ყოფილა, სხდომაზე არგამოცხადებისგან განსხვავებით), მამამისის პანაშვიდებზე იდგა მთელი დღე და „კაციჭამია ნაცებს“ ისე მიჰყავდათ და მოჰყავდათ, თუ არ იცოდი, ვერ მიხვდებოდი, რომ ციხეში იჯდა.

რუსის და ფულის მონები რომ არიან გავიგეთ, მაგრამ ესეთი რა სივერაგე უფუთფუთებთ, ასეთ რა ნაძირლობაზე არიან დამყნობილი, მე აღარ მესმის.

მარა მაინც, ნაციქოციერთია, ხო“, – წერს ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში.

20 წუთით მიიყვანესო, ზურა ჯაფარიძე დედის გასვენებაში. 20 წუთით. როგორ და რანაირად მაგის კადრები ხომ ყველამ ნახეთ….

Posted by Nutsa Batiashvili on ორშაბათი, 14 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g