26 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ირაკლი ბათიაშვილის წიგნის პრეზენტაცია – „შელინგის გამოცხადების ფილოსოფია“ გაიმართება.
ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი და პოლიტოლოგი ირაკლი ბათიაშვილის წიგნში განხილულია შელინგის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები „გამოცხადების ფილოსოფია“ და პარალელურად განვითარებულია მსჯელობები, რომელიც ეხება ადამიანური ყოფიერების, თანამედროვეობის უდიდეს პრობლემებს და გამოწვევებს.
პრეზენტაციაზე სიტყვით წარდგებიან პროფესორები: ვალერი რამიშვილი, რევაზ ბალანჩივაძე, ვალერიან ასათიანი და ზაზა შათირიშვილი.
ღონისძიებას დაესწრებიან ცნობილი მეცნიერები, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.
ღონისძიების ორგანიზატორი: ევროპის უნივერსიტეტი