LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ჭანტურია იმ სენმა შეიწირა, რომლითაც გიო ხუციშვილი გარდაიცვალა: „ვერ გაძლეს ბიჭებმა ერთმანეთის გარეშე…“

987
გიო და ირაკლი

ახლახან პოეტ ტარიელ ჭანტურიას ვაჟი, ირაკლი გარდაიცვალა. მას ორი ქორწინებიდან ოთხი შილი დარჩა. ბოლოს ის გერმანიაში საქართველოს საელჩოში მუშაობდა. ირაკლი ჭანტურია რამდენიმე ფილმშია გადაღებული…

ჟურნალ „სარკეს“ ირაკლი ჭანტურიას შესახებ ესაუბრება მისი მეგობრის, მომღერალ გიო ხუციშვილის მეუღლე, მაია ჯორჯაძე, რომელიც აღნიშნავს, რომ მისთვის ირაკლის შესახებ წარსულში საუბარი ძალიან მძიმე ამბავია:

„მართალია, მისი დიაგნოზი ვიცოდი, მაგრამ იმედი მქონდა, მოერეოდა. თითქოს გიო თავიდან გარდაიცვალა, ზუსტად ისეთივე განცდები მაქვს და ისეთივე მწუხარება. ვერ გაძლეს ბიჭებმა ერთმანეთის გარეშე. სიცოცხლეშიც ერთად იყვნენ და მჯერა, იქაც ერთად იქნებიან…“

შეგახსენებთ, რომ გიო ხუციშვილიც და ირაკლი ჭანტურიაც ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g