ცნობილი ქართველი მუსიკოსის, ირაკლი ცარკვიანის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა. გელა ჩარკვიანმა შვილის ხსნოვნას შემდეგი პოსტი მიუძღვნა:
„15 წელი ირაკლის გარდაცვალებიდან.
ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს: ერთი – ჩემი და ნანას პირმშო. ის ჩემს მეხსიერებაში მარად ბავშვად დარჩება. სწორედ ამ ბავშვის – ირაკლის სიკვდილი განვიცადე ასე მწარედ 2006 წლის 24 თებერვალს. მეორე – მიამიტი და იმავდროულად უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული შემოქმედი. ის არ მომკვდარა. „სათქმელი თქვა და უბრალოდ, კარი გაიხურა“.