LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ირაკლი ჩიხლაძემ და „იმედის“ გუნდმა თუ გადაწყვიტა ჩემი ამბის დაბლოკვა ჩემ მიერ 29 ნოემბერს „ფორმულას“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, 1 დეკემბრის გადაცემისთვის რატომ მოამზადეს რეპორტაჟი?“ – რას პასუხობს გურამ როგავა ირაკლი რუხაძეს

209
როგავა რუხაძეს

„ირაკლი ჩიხლაძემ და „იმედის“ გუნდმა თუ გადაწყვიტა ჩემი ამბის დაბლოკვა, ჩემ მიერ 29 ნოემბერს „ფორმულას“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, 1 დეკემბრის გადაცემისთვის რატომ მოამზადეს რეპორტაჟი?“, – ასე ეხმაურება ჟურნალისტი გურამ როგავა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის მიერ „რადიო თავისუფლებასთან“ გაკეთებულ განცხადებას.

როგავას თქმით, „იმედს“ 2 თვის განმავლობაში მასზე თავდასხმა არ უჩვენებია.

„როგავა როგორც მახსოვს არ ვანახეთ, რადგან „იმედზე“ თქვა რაღაც…„იმედს“ ურტყამს და ჩიხლაძემ მცემაო. არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ რაღაც ეგეთი თემა იყო“ – ირაკლი რუხაძე

„რუხაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ჩემზე თავდასხმა არ გაშუქდა „იმედის“ გუნდის გადაწყვეტილებით. ჩემზე თავდასხმა მოხდა 29 ნოემბერს, 1 დეკემბერს ირაკლი ჩიხლაძეს გადაცემა ჰქონდა და მარიამ ოშხნელს დაავალა ჟურნალისტებზე ძალადობის შესახებ რეპორტაჟის მომზადება, ასეც მოხდა, რეპორტაჟი დამონტაჟდა და მზად იყო ეთერში გასაშვებად, მასში ჩემზე თავდასხმის კადრიც და ამბავიც ასახულია (ჟურნალისტის ინტერპრეტაცია სხვა საკითხია), მაგრამ ეთერში არ გავიდა. ეგ როგორ მოხდა?

ირაკლი ჩიხლაძემ და „იმედის“ გუნდმა თუ გადაწყვიტა ჩემი ამბის დაბლოკვა, ჩემ მიერ 29 ნოემბერს „ფორმულას“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, 1 დეკემბრის გადაცემისთვის რატომ მოამზადეს რეპორტაჟი?

კიდევ ერთხელ გიზიარებთ ამ დაბლოკილი რეპორტაჟიდან ეპიზოდს, რომელიც ეთერში ვერ მოხვდა. „იმედს“ 2 თვის განმავლობაში ჩემზე თავდასხმა არ უჩვენებია“. – წერს გურამ როგავა სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g