„მზია ამაღლობელის დაკავებამდე წარმოდგენა არ მქონდა ამ ადამიანის პროფესიის შესახებ. არ მგონია, რომ ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას, სახეში ხელები ურტყას“, – ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ განაცხადა.
როგორც დგებუაძემ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, მზია ამაღლობელის პიროვნებისა და მისი პროფესიის მიმართ მას უარყოფითი განცდები არ ჰქონია.
„ხშირად ვადევნებ თვალს მედიაში გაჟღერებულ ფრაზებს, ტექსტებს, თითქოს, ქალბატონ მზიას მიმართ რაიმე სახის აგრესია მქონდა ან პიროვნული, ან შემდგომ როგორც გავიგე ჟურნალისტურ საქმიანობაში ყოფილა ჩართული. ამ ქალაქში მოღვაწე ყველა ჟურნალისტთან აბსოლუტურად მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.
ზოგადად, ამ პროფესიის მიმართ მაქვს პატივისცემა და მეგობრობა არამხოლოდ ბათუმში, არამედ ყველგან. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მზია ამაღლობელის დაკავებამდე წარმოდგენა არ მქონდა ამ ადამიანის პროფესიის შესახებ.
„ისე ეს იცოდეთ, თავდასხმა არ არის!“ – მზია ამაღლობელი გამომძიებელს
„პატიმრობისას გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის გავრცელება – მოვუწოდებ ბიზნესს, აიღოს პასუხისმგებლობა კრიტიკული მედიის გადარჩენაზე და მივმართავ ცივილურ სამყაროს, ნუ დაგვტოვებს ავტორიტარულ რეჟიმთან მარტო“ – მზია ამაღლობელი
გამოცემა „ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პენიტენციური დაწესებულებიდან ხმოვან მიმართვას ავრცელებს, რომელიც მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით რამდენიმე მედია საშუალების ერთობლივ ეთერში გააჟღერეს.
თუმცა, მისი ქმედების დროს რომ მცოდნოდა ჟურნალისტი იყო, ალბათ ჩემი კოლეგები იგივე შედეგს დააყენებდნენ, როგორც მოიქცნენ. არ მგონია, რომ ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას, სახეში ხელები ურტყას და ა.შ.
მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და სოზარ სუბარის მიმართ სამოქალაქო დავას იწყებს
მზია ამაღლობელის როგორც პიროვნულად და არც მისი პროფესიის მიმართ არანაირი უარყოფითი განცდები არც ირაკლი დგებუაძეს და არცერთ იქ მყოფ პოლიციელს არ ჰქონია, არც მანამდე და არც იმ მომენტში, როცა მან ეს ქმედება ჩაიდინა“, – განაცხადა ირაკლი დგებუაძემ.
მისი თქმით, [მზია ამაღლობელმა] „ერთხელ დაარტყა მარჯვენა სახის არეში საკმაოდ ძლიერად“:
„პოლიციის შავი ფერის გახსნილი ქურთუკი მეცვა, მომკიდა ხელი და მიმიზიდა მისკენ. ერთხელ დამარტყა მარჯვენა სახის არეში საკმაოდ ძლიერად. ჩემ მიერ განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში. თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რას განიცდის ადამიანი სახეში დარტყმის დროს… მე განვიცადე ტკივილი“. – აღნიშნა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა.
გამოყენებულია „ნეტგაზეთის“ ფოტოები