„დღეს დილით ჩემი სიდედრის მისამართზე მიიტანეს ჩემი ჯარიმის ქვითარი“, – ამის შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ირაკლი გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ირაკლი გაფრინდაშვილი აღნიშნავს, „ყველაფერი მხოლოდ მშობლების დაშინებას ემსახურება“.
„ეგ მისამართი არაფრით ილინკება ჩემთან. ყველაფერი მხოლოდ მშობლების დაშინებას ემსახურება.
კი არ იციან, რომ ჩვენს მშობლებს მამალი მგლისაც არ ეშინიათ“, – წერს ირაკლი გაფრინდაშვილი „ფეისბუკში“.
ცნობისათვის, გასულ ღამეს, ირაკლი გაფრინდაშვილმა ასევე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი საჯარიმო ქვითარი დედამისს მიუტანეს.
დღეს დილით ჩემი სიდედრის მისამართზე მიიტანეს ჩემი ჯარიმის ქვითარი. ეგ მისამართი არაფრით ილინკება ჩემთან. ყველაფერი…
Posted by Irakli Gaprindashvili on პარასკევი, 21 თებერვალი, 2025