LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი 54-ე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

126
12

დღეს შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) იხსნება, რომელიც მსოფლიოს გავლენიანი ქვეყნების ლიდერებსა და წამყვანი ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელებს მასპინძლობს.

დავოსის რიგით 54-ე ფორუმზე, რომელიც 19 იანვარს დასრულდება, სიტყვით გამოვლენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი და OpenAI-ის დამფუძნებელი სემ ოლტმენი.

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს, ტრადიციულად, დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ორ პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

პანელური დისკუსია სახელწოდებით „ტყვიისგან თავისუფალი მომავლისკენ“ 17 იანვარს გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ამ თემას USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი და საკონსულტაციო კომპანიის McKinsey & Company-ს უფროსი პარტნიორი ლუსი პერესი მიმოიხილავენ და ტყვიით მოწამვლის შემთხვევების შესამცირებლად გასატარებელი ნაბიჯების შესახებ იმსჯელებენ.

პანელური დისკუსია სახელწოდებით „ევრაზიის ახალი განთიადი“ 18 იანვარს შედგება. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ამ თემაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ჟენევის ცენტრის მმართველი დირექტორი მირეკ დუშეკი, თურქული ინდუსტრიული კონგლომერატის Sabancı Holding-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ჩენკ ალპერი, ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი ალიბეკ კუანტიროვი და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ისაუბრებენ. ლიდერები იმ ნაბიჯებს განიხილავენ, რომელთა გადადგმა ევრაზიის კონტინენტზე დამატებითი საჯარო და კერძო კაპიტალის მოსაზიდადაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში წელსაც რუსეთის გარეშე ჩაივლის. ღონისძიების ორგანიზატორებმა რუსეთის დელეგაცია მოსაწვევის გარეშე დატოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g