გლობალური უსაფრთხოების ფორუმი დღეს ბრატისლავაში იხსნება.
დელეგატებს შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე – მსჯელობის მთავარი თემაა აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება. განხილვაში ჩართული იქნება მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუც.
ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე დაგეგმილი აქვს მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.