LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოება, სტაბილური მომავალი, მთავრობის ამოსავალი და მთავარი სტრატეგიის საყრდენია

198
323214624_1186473208638043_7909177533298855445_n

გამოწვევებისა და რისკების გაცნობიერებით, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი მოქმედება და ჩვენი მთავარი სათქმელიც მხოლოდ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს, მის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და მის უკეთეს მომავალს ეფუძნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საახალწლო მიმართვაში განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოება, მისი სტაბილური მომავალი, მთავრობის ამოსავალი და მთავარი სტრატეგიის საყრდენია.

„გასული წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი აღმოჩნდა გეოპოლიტიკური რისკების თვალსაზრისით, უკრაინაში მიმდინარე ომმა არამხოლოდ უამრავი ადამიანის ოჯახის ცხოვრება შეცვალა, არამედ, სრულიად ახალი, გეოპოლიტიკური რეალობა შექმნა ჩვენ რეგიონში, ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში. გამოწვევებისა და რისკების გაცნობიერებით, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი მოქმედება და ჩვენი მთავარი სათქმელიც მხოლოდ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს, მის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და მის უკეთეს მომავალს ეფუძნება. ამ გონიერი და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის კონკრეტული ნაყოფია მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა, რომელიც ჩვენი ხალხის კეთილდღეობის კიდევ მეტ საშუალებას იძლევა. ჩვენი ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოება, მისი სტაბილური მომავალი, ჩვენი მთავრობის ამოსავალი და მთავარი სტრატეგიის საყრდენია“, – აღნიშნა პრემიერმა.

ამავე მილოცვაში ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი წლის დადგომა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებსაც მიულოცა და მათ სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g