LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: გამჭვირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, ასეთ ძალას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან

126
ირაკლი

გამჭვირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, ასეთ ძალას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვაზე საუბრისას განუცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიუღებელია, როცა ფული მიემართება დესტრუქციული, ანარქისტულ-ექსტრემისტული აქციების ორგანიზებისთვის.

„მე არაერთხელ მითქვამს მათთვის, რომ არ მოგვწონს ჩვენ, მათი სახელმწიფო ორგანიზაციები და ფონდები რომ აფინანსებენ ამ რადიკალური დღის წესრიგის მქონე არასამთავრობოებს.

ჩვენთვის არის მიუღებელი, როცა ეს ფული მიემართებოდა ან მიემართება დესტრუქციული, ანარქისტულ-ექსტრემისტული აქციების ორგანიზებისთვის. როდესაც ეს ფული მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიის გავრცელებისთვის. ძალიან ბევრი აქციის უკან იდგა ეს ცნობილი ორგანიზაციები, ვინც არიან აგრესიულობით გამორჩეული, იგივე „სირცხვილია“ და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას უცხოეთიდან და ამ ფულს იყენებდნენ შემდეგ მთავრობის, ხელისუფლების, ხალხის წინააღმდეგ. შემოჰქონდათ შფოთვა, არეულობა, ქაოსი. ეს მიუღებელია, მეგობრებო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები