საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა.
მთავრობის მეთაურმა „ფაიზერის“ მეორე დოზა ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთა.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინების უსაფრთხოებას, ვაქცინაციის მნიშვნელობას პანდემიის დამარცხების პროცესში და მოქალაქეებს პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.