LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები: „ნამახვანი“, „ნენსკრა“, „ხუდონიც“ მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს

137
46c30000-0aff-0242-65b5-08d9949e2a00_w1080_h608_s

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში დიდი ჰესები, მათ შორის – „ნამახვანი“, „ნენსკრა“, „ხუდონიც“ მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა განხორციელდეს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკური გუნდი მუშაობს ჰესების მიმართულებით და რამდენიმე კვირაში გეგმასაც წარმოადგენენ.

„ჩემი პოზიცია არის ძალიან ცალსახა. რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ჰესები უნდა იყოს ქვეყანაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მხოლოდ. მე ჩემი პოზიცია „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საჯაროდაც გამოვხატე, იქ რაღაც კითხვები არსებობდა და ახლა ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ყოფილ ინვესტორთან და შედეგებს ძალიან მალე გაცნობებთ. რაც შეეხება ზოგადად ჩემ პოზიციას, ეკონომიკურ გუნდში ჩვენ განვიხილავთ, რომ ასეთი ტიპის, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი დიდი პროექტები უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ. ამის რესურსები აქვს სახელმწიფოს და დავალება უკვე მიცემული მაქვს ეკონომიკის მინისტრისთვის, მთელი ეკონომიკური გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით და რამდენიმე კვირაში გეგმას წარმოვადგენთ.

თუ ენერგეტიკა არ განვავითარეთ, ჰესები არ ავაშენეთ, ძალიან რთული იქნება ენერგოუსაფრთხოებაზე და ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბარი და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. საერთოდ, ენერგეტიკის განვითარება უნდა უსწრებდეს ეკონომიკის ზრდას, ახლა პირიქით არის, გვაქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა. ამიტომ ამას უნდა დავაწიოთ ენერგეტიკის ზრდა. ჩვენ წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ ენერგიას ვყიდულობთ. შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ეს პრობლემაა. ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით ერთადერთი გზა არსებობს, რომ მაქსიმალურად რაციონალურად და გონივრულად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეები, ჰიდრორესურსები. მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები – „ნამახვანი“, „ნენსკრა“, „ხუდონიც“ მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რომ ეს ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების. მე ხელს შევუწყობ კერძო ინვესტირებას. დღეს ენგური რომ არ იყოს, წარმოგიდგენიათ, რამხელა პრობლემა იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის? ეს არის ჩემი პოზიცია და ამას იზიარებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გუნდიც. ვმუშაობთ და ძალიან მალე ჩვენ ხედვას წარმოვადგენთ, როგორ განვავითაროთ ენერგეტიკა. ჩვენი მთავარი მოტივაციაა, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები ყველა მიმართულებით, იქნება ეს ენერგეტიკა თუ ეკონომიკა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g