LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი – სამწუხაროა, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან

177
garibashvili

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ზელენსკის განცხადებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან „ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია“ და არ სურს, რომ ქვეყნის “არაკეთილმოსურნეებს სპეკულირების საფუძველი” მისცეს.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტი ზელენსკი დაესწრო ამ შეხვედრას. ისევ, ერთი რამ მინდა გავიმეორო, ძალიან განვიცდი იმის გამო, რაც უკრაინაში ხდება. ერთი რამ მინდა ვუსურვო ომში მყოფ ქვეყანას – მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება.

რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა, რომ გარკვეული სპეკულირების საფუძველი და საშუალება მივცე სხვა, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს.

ბეჟაშვილი: დასავლელი პარტნიორები, საქართველოს რუსეთის ორბიტაზე მოიაზრებს – საქართველოს მოხსენიება ბელორუსთან ერთად ხდება! ეს განგაშის საფუძველია

ასევე დავამატებდი, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაში არის ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან. ვგულისხმობ, დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს, თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, მიიღოს სტატუსი“- განაცხადა განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვის უსაფრთხოების სამიტზე განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში და რა ხდება საქართველოში, როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში“.

„ყველა ევროპული ქვეყანა, რომლის დაყოფაც რუსეთს უნდა, უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი: რუსეთის მოსაზღვრე ყველა ევროპულ ქვეყანას საშუალება უნდა ჰქონდეს, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები