LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: თამარ კორძაია იმაზე არ უნდა ფიქრობდეს, რომ ბაღებსა და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა დავიწყოთ, არამედ დააინიციროს პროგრამა: „მინიმუმ, 4 შვილი“

211
Untitled design (2)

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში შობადობის კუთხით სერიოზული გამოწვევები გვაქვს, ამიტომ მუშავდება ოჯახის გაძლიერების პაკეტი, რათა ახალგაზრდა წყვილებს შვილების გაჩენის მეტი მოტივაცია ჰქონდეთ.

ირაკლი ღარიბაშვილმა თამარ კორძაიას მიმართა, „ბაღებში და სკოლებში ლგბტ პროპაგანდის დაწყების ნაცვლად, უნდა ფიქრობდეს „მინიმუმ, 4 შვილი“ პროგრამა დააინიციიროს.

„ამიტომ, ქალბატონი თამარი [კორძაია] იმაზე არ უნდა ფიქრობდეს, რომ ბაღებში და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა დავიწყოთ, არამედ გამოვიდეს ინიციატივით – მინიმუმ, 4 შვილი – პროგრამა დააინიციიროს, ჩვენ მხარს დავუჭერთ ქალბატონ თამარს, თუ ამ პროგრამას ინიციირებას გაუკეთებს. ოჯახების გაძლიერების პაკეტს ვამუშავებთ, ზოგადად, ოჯახის გაძლიერების მიმართულებით უფრო ძლიერი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ბინების შეძენაში ვეხმარებით და ვასუბსიდირებთ საპროცენტო განაკვეთს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, გვინდა კომპლექსური პაკეტი წარმოვადგინოთ ოჯახების გაძლიერების, რომ მეტი მოტივაცია გაუჩნდეთ ახალგაზრდა წყვილებს შვილების გაჩენის. კვლევა ჩავატარეთ, ძალიან საინტერესო და ამავდროულად, ძალიან დამამწუხრებელი ტენდენციები გამოიკვეთა. ხშირად, ახალგაზრდა წყვილი სხვადასხვა პირობების გამო, შვილებს არ აჩენენ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შეიძლება ბინა იყოს, ამაში შეიძლება ჩვენი დახმარება – გრძელვადიანი კრედიტები, ამ პაკეტს დავამუშავებთ, შეთავაზებებს გავუკეთებთ საზოგადოებას, უნდა დაეხმაროს სახელმწიფო, უფრო აქტიურად უნდა ჩაერიოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები