LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტს შეხვდა 

127
asd (1)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტს სერქან კაპტანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო მიმდინარე თანამშრომლობის და ახალი ავიახაზებისა და მარშრუტების სტიმულირების საკითხები.

“აღინიშნა, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში, ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკის კვალდაკვალ, არსებული სერვისების გაუმჯობესებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას TAV Airports-ის ვიცე-პრეზიდენტი ფრენკ მერეიდი, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე და ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები