LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა დამატებითი სტიმული იქნება ინვესტორებისთვის

91

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა დამატებითი სტიმული იქნება სხვა კომპანიებისთვის, რათა ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია BitFury-ის დატაცენტრის გახსნაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კომპანიამ ჯამში 30 მლნ დოლარის ინვესტიცია საქართველოში თანაინვესტირების ფონდის დახმარებით უკვე განახორციელა.

”ყველაზე მეტად რაც მახარებს არის ის ფაქტი, რომ ასეთი ცნობილი კომპანია შემოდის საქართველოში. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ქვეყანაში საინვესტიციო გარემო არის კიდევ უფრო გაუმჯობესებული, ვიდრე იყო მანამდე. ეს არის ძალიან იმედისმომცემი ჩვენთვის,” – განაცხადა ღრაიბაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობამ ინვესტიციების წახალისების კუთხით არაერთი ნაბიჯი გადადგა, ტექნოლოგიების პარკის გახსნა კი დამატებით ბიძგს მისცემს ინვესტიციების შემოდინებას.

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გლდანში დღეს გაიხსნა. აქ განთავსებული პირველი კომპანია BitFury-ია.

magti 5g