LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში გაემგზავრა

128
ღარიბაშვილი ირაკლი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრა.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავა, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს აწარმოებენ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი არიან.

magti 5g