საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში გრძელდება. საქართველოს პრემიერ – მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან.
მანამდე, მთავრობის მეთაურმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა – მათ შორის უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმერ ზელენსკისთან. შეხვედრებზე ხაზი გაესვა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე შეხვედრა გამართა უკრაინის პრემიერთან და უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან.
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში 21 აგვისტოს დაიწყო.
