LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს

120
0000

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა „განჯელიკის“ სამთავრობო რეზიდენციაში გაიმართა.

საქართველოს მთავრობის მეთაური ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის პირადი მიწვევით, SPECA-ს  (გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის) ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება.

შეხვედრაზე ყურადღება ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობებზე გამახვილდა და აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.

მხარეებმა ასევე განიხილეს ქვეყანათა სტრატეგიული თანამშრომლობის (ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა) საკითხები და საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული მნიშვნელოვანი პროექტები: შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რაც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების, გზების გაფართოებას, მშენებლობა-განვითარებას; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უფრო გააძლიერებს ორი ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალს.

აღინიშნა, რომ, სამომავლოდ, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ევროპა-კავკასია-აზიის სარკინიგზო დერეფნის ნაწილი გახდება. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგეტიკულ რესურსთა ევროკავშირის ბაზრისთვის მისაწოდებლად მასშტაბური პროექტის − შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის − განვითარების საკითხსა და მის მნიშვნელობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები