LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა – პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად 1 მილიონი ლარის გირაოს ითხოვს

495
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ საგამოძიებო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

კერძოდ, გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის განცხადებით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნეს საქმიანობას და იღებდა დიდი რაოდენობით არალეგალური ტიპის შემოსავლებს.

პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მლნ ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს.

„მე არ მაქვს ამის უფლება….“ – რას პასუხობს ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე დასმულ შეკითხვას

„მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო უწყებებს შეუძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის გავრცელება“

„ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.

პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 1 მილიონი ლარის შეფარდების შესახებ, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით.

აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად პროკურატურამ მოითხოვა ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრება, როგორიცაა საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა“,- განაცხადა გენპროკურორმა.

22 ოქტომბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.

შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც საგამოძიებო უწყებაში განაცხადეს, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

„გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის სახლები – ამოღებულია 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი“ – სუს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g