LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი იმნაიშვილი: „ექიმმა თქვა, რომ სამიდან ექვს თვემდე მქონდა დარჩენილი…“

154
irakliimnishvili345

ცნობილი ჟურნალისტი, ირაკლი იმნაიშვილი ია ფარულავას გადაცემას სტუმრობს და საკუთარი ცხოვრებიდან ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო ეპიზოდს იხსენებს.

გადაცემის მიმდინარეობისას, ირაკლიმ გაიხსენა ცხოვრების რთული პერიოდი, როდესაც მას ცე ჰეპატიტი დაუდგინდა და მას უთხრეს, 3 ან ექვსი თვე ჰქონდა დარჩენილი.

ირაკლი იმნაიშვილი:

„შევმოწმდი ცე ჰეპატიტზე. ეს დაავადება მაშინ ძალიან უცნობი იყო. ერთმა ექიმმა ჩემებს უთხრეს, რომ დარჩენილი მქონდა სამიდან ექვს თვემდე. შემდეგ აღმოვჩნდით ექიმ ელზა ვაშაკიძესთან, რომელმაც გვიპასუხა, რომ არ იყო მარჩიელი, არამედ იყო ექიმი, სიტუაცია მძიმეა, მაგრამ მაგრამ მართვადია. ასე დაიწყო ბრძოლა ცე ჰეპატიტთან.

ცე ჰეპატიტზე იყო სტიგმა, რომ ეს მხოლოდ წამალდამოკიდებულების დაავადება იყო. ამის გამო ბევრი არ საუბრობდა. მეც დიდი ხნის განმავლობაში ვდუმდი. დამტკიცებული ფაქტია, რომ წამალდამოკიდებულები მცირე პროცენტს წარმოადგენდნენ, ძირითადად, კი დაინფიცირებულები არიან ადამიანები, რომლებმაც უხარისხო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლეს. ეჭვი მაქვს, რომ თინეიჯერობისას დავინფიცირდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g