LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კირცხალია – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის Land lord-ის მოდელით განხორციელდება ყველა პარტნიორს იმის საშუალებას მისცემს, რომ პროექტში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე შევიდნენ

138
ირაკლი კირცხალია

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის Land lord-ის მოდელით განხორციელდება ყველა პარტნიორს იმის საშუალებას მისცემს, რომ პროექტში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე შევიდნენ.

მისივე თქმით, მოდელი, რომლითაც ანაკლიის პორტი განვითარდება, ბევრი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია.

„მაშინ, როდესაც ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ – მთელი მსოფლიო – „შუა დერეფნის“ როლზე ვსაუბრობთ, მსგავსი ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესია. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია გამტარობის და ისტორიული გეგმის კუთხით. აქ ჩვენ გეოგრაფიულად მთავარ როლს ვასრულებთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პრივილეგიაა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა Land lord-ის მოდელით განხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ პორტის 100%-იანი მფლობელი სახელმწიფო იქნება.

მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს“

ქვრივიშვილის განცხადების თანახმად, 2029 წელს ანაკლიის პორტი პირველ გემს მიიღებს.

მარიამ ქვრივიშვილი ე.წ „ლენდლორდის“ მოდელზე: „ეს არის ყველაზე ეროვნული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ანაკლიის პორტის უპირობო წარმატებას. ეს მოდელი უზრუნველყოფს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გახდება საერთაშორისო ინტერესების ცენტრი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები