LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე – დღეისათვის, სამწუხაროდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ბევრად უფრო სუსტი სტრუქტურაც კი – ჩვენთვის რაიმე განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება

122
Capture

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) „ქართული ოცნების“ მიერ მუშაობის შეჩერების საკითხზე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, PACE წლიდან წლამდე კარგავდა ფუნქციას და დღევანდელი მდგომარეობით, ის ევროპარლამენტზე გაცილებით სუსტი სტრუქტურაა.

„რეალურად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წლიდან წლამდე კარგავდა საკუთარ დატვირთვას, საკუთარ ფუნქციას. ამას აკეთებდა საკუთარი ხელით და გუშინდელი გადაწყვეტილებაც არის ამის გაგრძელება. დღეისათვის, სამწუხაროდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ბევრად უფრო სუსტი სტრუქტურაც კი“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო კვლავ დარჩება ევროსაბჭოს წევრად და თანამშრომლობას სხვადასხვა ფორმატში გააგრძელებს.

„ასეთ პირობებში ჩვენთვის რაიმე განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა, თუმცა, რაც შეეხება ევროსაბჭოს, აქ, ბუნებრივია, ვრჩებით ჩვენ ევროსაბჭოს წევრად და თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატში გაგრძელდება. მზად ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან და ამას დავპირდით ჩვენ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, როცა ის ჩამობრძანებული იყო საქართველოში და რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.– აღნიშნა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g