LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა“

125
ing (1)

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურე, ახლად აშენებულ კორპუსებში ბინებს მიიღებს.

ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და თქვა, რომ ბიუჯეტში შესაბამისი თანხები მომავალი წლიდანაც იქნება გათვალისწინებული:

„ქართულ ჯარზე ზრუნვა საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების დაფასებას ენიჭება. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რაზეც მინდა ყურადღება კიდევ ერთხელ გავამახვილო.

1000-ზე მე სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში. მადლობა თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის მინისტრს იმისთვის, რომ ეს პროგრამა წარმატებით მივიდა ბოლომდე. მინდა, თავდაცვის მინისტრს ვთხოვო, შემდეგი ეტაპის გეგმა მოამზადოს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადავცეთ ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში. რა თქმა უნდა, ბიუჯეტში შესაბამისი თანხები იქნება გათვალისწინებული მომავალი წლიდანაც“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g