LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „20 წელიწადზე მეტია საქართველოს არ ჰყოლია პატრიოტი და ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი – ამ კუთხით მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარდამტეხი ცვლილება“

315
ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნდება თავისი კონსტიტუციური მისია და დაუბრუნდება ღირსება. მე მინდა წარმატებები ვუსურვო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის განმტკიცებაში.

საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია

„მინდა, მიხეილ ყაველაშვილს მივულოცო საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში და ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში, ასევე ქვეყანაში რადიკალიზმის შემცირებაში და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებაში.

სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი, დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს იმ ღირსებას, რაც მისმა წინამორბედებმა აჰყარეს, მეამაყება, რომ ის „ხალხის ძალის“ წიაღიდან მოდის

20 წელიწადზე მეტია საქართველოს არ ჰყოლია პატრიოტი და ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი. ამ კუთხით მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარდამტეხი ცვლილება ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტის ინსტიტუტის მთავარი მისია არის ზრუნვა ქვეყნისა და საზოგადოების გაერთიანებაზე და თქვენ იცით, რომ ამ წლების განმავლობაში გარე ძალები პრეზიდენტის ინსტიტუტს სწორედ, რომ საზოგადოების გასახლეჩად იყენებდნენ. ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენებოდა იმისათვის, რომ ხელოვნურად დაესუსტებინათ ჩვენი კონსტიტუციური წესრიგი. ამისათვის სისტემატურად და სისტემურად ირღვეოდა პრეზიდენტის გამოყენებით საქართველოს კონსტიტუცია, რასაც აგრე ძალები პირდაპირ უჭერდნენ მხარს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„მიხეილ ყაველაშვილი შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია და ადამიანია, რომელსაც თავის დროზე მთელი  საქართველო ვგულშემატკივრობდით“ – მამუკა მდინარაძე

ცნობისთვის, დილიდან პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს დედების მარში შეუერთდა. დღის განმავლობაში პარლამენტის შენობისკენ რამდენიმე ლოკაციიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მსვლელობაც იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g