LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე 26 მაისის აქციაზე: „ოპოზიციას იმის რესურსიც კი არ აქვს, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდა“

121
ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას ეხმაურება.

„ოპოზიციური ალიანსი“ „სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“ 6 ძირითად პირობას ასახელებს

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, „ოპოზიციას იმის რესურსიც კი არ აქვს, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდა“.

„26 მაისს რაც შეეხება, აქ ოპოზიციის ინიციატივებს, იმის რესურსიც კი არ აქვთ, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მათი მცდელობა არის სრული წარუმატებლობისთვის განწირული, ამას დაინახავს საზოგადოება.

26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g