LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ ვიგებთ – ოპოზიცია განწირულია მარცხისთვის თვითმმართველობის არჩევნებში

131
ირაკლი კობახიძე

64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ ვიგებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია განწირულია მარცხისთვის თვითმმართველობის არჩევნებში.

„ყველამ ვიცით, რაც არის, ისედაც დაბალი შედეგი აჩვენა რადიკალურმა ოპოზიციამ წინა არჩევნებზე, ჯამში მათ აიღეს 38% და ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგეთ მუნიციპალიტეტების 95%-ში, შესაბამისად, ჩვენ არ გაგვიჭირდება არც ამ არჩევნების მოგება უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში.

64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ ვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, აქედან გამომდინარე, ამ ნაწილშიც საგამოძიებო კომისიის ვადის გადაწევა არის მხოლოდ ტექნიკური თავისი არსით, გამომდინარე იქიდან, რომ ასეც და ისეც ოპოზიცია განწირულია მარცხისთვის თვითმმართველობის არჩევნებში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g