LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „800 კაცზე მეტი ვეღარ გამოჰყავთ… ჩვენ უკვე ჩავშალეთ რევოლუციის მეოთხე მცდელობა… დამთავრებულია! finita la commedia – როგორც იტალიელები იტყვიან“

286
ირაკლი კობახიძე, აქცია რუსთაველის გამზირზე

„დამთავრებულია ყველაფერია, ძალადობრივი რესურსი გაუნულდა რადიკალურ ოპოზიციას და 800 კაცზე მეტი ვეღარ გამოჰყავთ. დამთავრებულია ყველაფერი! ჩვენ უკვე ჩავშალეთ რევოლუციის მეოთხე მცდელობა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

კობახიძის განცხადებით, „ეს 4 პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი „ენჯეოც“ კი 800 ადამიანზე მეტს ვერ უყრის თავს რუსთაველის გამზირზე“:

„დამთავრებულია ყველაფერია, ძალადობრივი რესურსი გაუნულდა რადიკალურ ოპოზიციას და 800 კაცზე მეტი ვეღარ გამოჰყავთ. დამთავრებულია ყველაფერი! ჩვენ უკვე ჩავშალეთ რევოლუციის მეოთხე მცდელობა. 4 პოლიტიკური პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი „ენჯეო“ – 800 კაცი… მარტო მათი თანამშრომლები და აქტივი რომ აიღო, რამდენჯერმე 800 კაცია და ეს 4 პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი „ენჯეოც“ კი 800 ადამიანზე მეტს ვერ უყრის თავს რუსთაველის გამზირზე. დამთავრებულია! finita la commedia – როგორც იტალიელები იტყვიან“,- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: „შეთავაზება რჩება ძალაში – ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ ფორმატში, ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება მხოლოდ ერთმანეთის მოსმენითაა შესაძლებელი“

ირაკლი კობახიძე პირდაპირ ეთერში საჯარო დისკუსიის მსურველებს მთავრობის ადმინისტრაციაში იწვევს

ფოტო: Ezz Gaber

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g