LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: ამბიციური გეგმები გვაქვს, იმედია, 2030 წლისთვის მაინც, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო

133
BeFunky-collage (2)

ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ეს შეხვედრები, ჩვენ განიხილეთ სხვადასხვა მიმართულებები, კონკრეტული პროექტებიც განვიხილეთ, რომელიც შეიძლება, ერთობლივად განხორციელდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლეს კომისართან, ჯოზეფ ბორელთან და ევრომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ერთი რამ შემიძლია, ვთქვა, ამბიციური გეგმები გვაქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. 2030 წელს, ეს წელი იყო ნახსენები პრეზიდენტ მიშელის მიერ, საქართველო იქნება უფრო მეტად მზად წევრობისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ჩვენი ამბიციური გეგმა. ეს არის ჩვენი ამბიცია. ჩვენ ვართ ერთგულნი ამ დღის წესრიგის, იმ ნაბიჯებისადმი, რომელიც გადასადგმელია ევროინტეგრაციისთვის. იმედი გვაქვს, 2030 წლისთვის მაინც, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g