LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: არსებობს გეგმა, საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ზურაბიშვილი-ლომჯარია-გახარიას პოლიტიკური პარტია, ყოვლად უპერსპექტივოა ყველა ასეთი გაერთიანება

138
BeFunky-collage

არსებობს ასეთი გეგმა, რაც ჩვენ ვიცით, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია. ეს გეგმა არსებობს და ეს ყველაფერი ამას უკავშირდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოვლად უპერსპექტივოა ნებისმიერი ასეთი გაერთიანება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათი პარტია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში იქმნება.

კობახიძემ ასევე ისაუბრა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ არასამთავრობო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე და მათ შორის იმ შეხვედრაზეც, რომელსაც ზურაბიშვილი დღეს მართავს ქალ ოპოზიციონერებთან.

„ესეც ზუსტად ამ გეგმას უკავშირდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იგეგმება ასეთი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება საპარლამენტო არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პარტია, ისევ და ისევ, შეიქმნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში. ის ქალბატონებიც, რომლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, არიან, რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი პერსპექტივა ასეთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს“განაცხადა კობახიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები