LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „აშენდება 43 კორპუსი და ბინები 1200 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა, ისინი კვადრატულ მეტრში მხოლოდ 100 დოლარს გადაიხდიან და მის დასაფარად, უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს“

114
ირაკლი კობახიძე

„ვიწყებთ ახალ, ძალიან მასშტაბურ პროექტს, რომლის ფარგლებში აშენდება 43 კორპუსი და ბინები 1200 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეები კვადრატულ მეტრში მხოლოდ 100 დოლარს გადაიხდიან.

„წინა სხდომაზე თავდაცვის მინისტრს ვთხოვე, მოემზადებინა გეგმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო პროექტის ახალი ეტაპის დასაწყებად. მინდა მადლობა გადავუხადო თავდაცვის მინისტრს სწრაფი რეაგირებისთვის და გეგმის წარმოდგენისთვის.

ეს არის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ჩვენი უდიდესი პატივისცემის გამოხატულება. თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეები კვადრატულ მეტრში მხოლოდ 100 დოლარს გადაიხდიან და მის დასაფარად, უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს. ბინები სულადობის პრინციპის შესაბამისად განაწილდება.

სამხედროები 50-80 და 100 კვ მეტრის ბინებს მიიღებენ. ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება, ამას ჩვენი ახალი თავდაცვის კოდექსი უზრუნველყოფს. ბუნებრივია, ასეთი ინიციატივები გააუმჯობესებს სამხედროების და მათი ოჯახების სოციალურ პირობებს, აამაღლებს სამხედროების მოტივაციას და გაზრდის სამხედრო სამსახურში ჩართვის სურვილს. ზოგადად, ეს ყველაფერი გააძლიერებს ქართულ ჯარს, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g