LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ბატონ მელიას მოსატაცებელი არაფერი სჭირს, ნამდვილად – არ ვიცი, რაზე აქვს პრეტენზიები, არ მივიდა საგამოძიებო კომისიაზე და კანონი აღსრულდა მის მიმართ“

120
ნიკა მელია, ირაკლი კობახიძე

„ბატონ მელიას მოსატაცებელი არაფერი სჭირს, ნამდვილად. არ ვიცი, რაზე აქვს პრეტენზიები – კანონს ვინც დაარღვევს ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე, მან პატივი არ სცა საქართველოს პარლამენტს, არ მივიდა საგამოძიებო კომისიაზე და აღსრულდა კანონი მის მიმართ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების თაობაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ კანონის უპატივცემულობა, შესაბამისი წესით დაისჯება.

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა

როგორც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ განმარტა, ამ საქმეზე შეფარდებული 50 000 ლარის ოდენობით გირაოს არ გადახდა ნიკა მელიას მხრიდან მოხდა მიზანმიმართულად.

„ბატონ მელიას მოსატაცებელი არაფერი სჭირს, ნამდვილად. არ ვიცი, რაზე აქვს პრეტენზიები, მაგრამ ეს არ არის ის ტერმინი, რომლითაც მან შეიძლება ისაუბროს. ის ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული, არავის ეს არაფერში არ აინტერესებდა, მით უმეტეს, რომ მას მოგვიანებით მოუწია წინასწარი პატიმრობის შეფარდება. კანონს ვინც დაარღვევს, ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე. მან პატივი არ სცა საქართველოს პარლამენტს, არ მივიდა საგამოძიებო კომისიაზე და აღსრულდა კანონი მის მიმართ. ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ კანონის უპატივცემულობა, რა თქმა უნდა, შესაბამისი წესით დაისჯება. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი.

ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც უნდა მოქმედებდეს და მოქმედებს სამართლის უზენაესობის პრინციპი, ამას ყველა უნდა შეეგუოს. სახელმწიფო იქნება მტკიცე იმ ინტერესების დაცვაში, რომელიც უკავშირდება საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს რეალიზებას“, -განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g