LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ჩვენ ვიცით, ვინც არის რასა იუკნევიჩიენე, რა სტანდარტები აქვს მას, შესაბამისად, აბსოლუტურად უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს“

109
ირაკლი კობახიძე, რასა იუკნევიჩიენე

„ჩვენ ვიცით, ვინც არის რასა იუკნევიჩიენე, რა სტანდარტები აქვს მას. შესაბამისად, აბსოლუტურად უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშის პროექტზე საუბრისას პრემიერმა განაცხადა, რომ „ევროპულ ბიუროკრატიაში მარტივი კოორდინაცია არის, რომლის მიზანია რაღაცნაირად დააზიანონ ჩვენი ეროვნული ინტერესები“:

„რასა იუკნევიჩიენეს რაც შეეხება, აქ ობიექტურობაზე საუბარი სრულიად უადგილოა, ჩვენ ვიცით ვინც არის რასა იუკნევიჩიენე, რა სტანდარტები აქვს მას. შესაბამისად, აბსოლუტურად უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს. ევროპულ ბიუროკრატიაში მარტივი კოორდინაცია არის, რომლის მიზანია რაღაცნაირად დააზიანონ ჩვენი ეროვნული ინტერესები, თუმცა, ვხედავთ, რომ ამას პრინციპულად ვერ ახერხებენ“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ. ანგარიშს ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე წარადგენს. პროექტის თანახმად, ანგარიში ასახავს ფაქტს, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა“. ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ „სისტემატურ კამპანიას აგრძელებს“.

magti 5g