LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ფეხბურთელები არიან საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ასახელო საკუთარი ქვეყანა სხვა ქვეყანაში, მადლობა მათ იმ სიხარულისთვის, რომელიც გვაჩუქეს

123
Capture

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ ეს არის საუკეთესო მაგალითი, როგორ შეიძლება ასახელო საკუთარი ქვეყანა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შევუერთდე მილოცვას ჩვენი საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მიმართ. ჩვენი ნაკრების წევრების დიდი ნაწილიც სწორედ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები არიან და სწორედ, ჩვენი ფეხბურთელები არიან საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ასახელო საკუთარი ქვეყანა სხვა ქვეყანაში.

მადლობა მათ იმ სიხარულისთვის, რომელიც გუშინ გვაჩუქეს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიამაყის განცდა, ჩვენს საზოგადოებას სჭირდება სიამაყის განცდა და მადლობა მათ ამ ბედნიერებისთვის და სიხარულისთვის, რომელიც მათ გუშინ აჩუქეს თითოეულ ქართველს,” – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები