LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მილიონზე მეტი თანამოქალაქე გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ნათელ და ევროპულ მომავალს – გილოცავთ!

169
ირაკლი კობახიძე

ამ გამარჯვების მთავარი ავტორი, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხია – ჩვენი მილიონზე მეტი თანამოქალაქე გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ნათელ და ევროპულ მომავალს. გილოცავთ! – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ „გორბის“ ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პარტიის მხარდამჭერებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის 12 წლის განმავლობაში არცერთი დღე არ ყოფილა იოლი, მაგრამ ბოლო 4 წელი განსაკუთრებულად რთული იყო.

„პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი გუნდს. დიდი მადლობა თითოეულ მხარდამჭერს, თითოეულ თქვენგანს. დიდი მადლობა ქართველ ხალხს. ამ 12 წლის განმავლობაში არცერთი დღე არ ყოფილა იოლი, მაგრამ ბოლო 4 წელი მაინც განსაკუთრებულად რთული იყო. ბევრი სირთულის გადატანა მოგვიწია ამ პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ვერცერთ წარმატებას ვერ მივაღწევდით, რომ არა ქართველი ხალხის დგომა ხელისუფლებასთან ერთად, მის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. მადლობა ქართველ ხალხს, გამოცდილ და ბრძენ ხალხს. მადლობა თანადგომისთვის. ერთად დგომისთვის. ამ გამარჯვების მთავარი ავტორი, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხია. ჩვენი მილიონზე მეტი თანამოქალაქე გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ნათელ და ევროპულ მომავალს. გილოცავთ!“,- განაცხადა კობახიძემ.

„გორბის“ ეგზიტპოლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების – 56.1% მიიღო, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ – 12.6 %; „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 11.6 %; „ძლიერმა საქართველომ“ – 7.0 %

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები