ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გავხდეთ. ამ სფეროში, ამ მიმართულებით გარკვეული გამოწვევები გვაქვს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში, განსაკუთრებით უკრაინაში, საქართველოს ინტეგრაციის გზა უფრო ინტენსიურად იქნება განხორციელებული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა.
მისივე თქმით, განვითარებისთვის და სხვადასხვა ქვეყანას შორის სწორი ურთიერთობებისთვის მთავარია მშვიდობა.
„ძალიან მკაფიო ხედვა გვაქვს, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გავხდეთ. ამ სფეროში, ამ მიმართულებით გარკვეული გამოწვევები გაქვს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში, განსაკუთრებით უკრაინაში, საქართველოს ინტეგრაციის გზა უფრო ინტენსიურად იქნება განხორციელებული. იმედი გვაქვს და პოზიტიური მოვლენების მოლოდინში ვართ.
განვითარებისთვის, სხვადასხვა ქვეყნებს შორის სწორი ურთიერთობებისთვის მთავარია მშვიდობა. ამიტომ, აქცენტი უნდა გაკეთდეს მშვიდობის გაძლიერებაზე ჩვენს რეგიონში და ძალიან გვიხარია, რომ ამას ვახორციელებთ თურქეთთან ერთად, რომელიც ასევე, სამშვიდობო ხედვის მქონე ქვეყანაა. სამომავლოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სამშვიდობო ხედვას განვახორციელებთ და აქცენტს გავაკეთებთ ქვეყნის განვითარებაზე, განსაკუთრებით ეკონომიკურ განვითარებაზე. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს დაკავშირებადობის უნარს და ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს. მშვიდობა, კეთილდღეობა არ ის, რაზეც აქცენტი ყველამ უნდა გააკეთოს“,- განაცხადა კობახიძემ.