LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა, ჩვენი მხრიდან ამისთვის ყველა ნაბიჯი იდგმება – ბუნებრივია, ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს“

234
ირაკლი კობახიძე

„ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის, აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა. ბუნებრივია, ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რომელიც გვაქვს დღეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, მშვიდობა და სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკურ განვითარებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება“ – ირაკლი კობახიძე

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

ირაკლი კობახიძე: „მინიმუმ 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება ეკონომიკა 2028 წლისთვის, ამის მთავარი წინაპირობა მშვიდობის შენარჩუნებაა“

ირაკლი კობახიძემ შედარებისთვის  მოიყვანა  2012 წლის მაჩვენებლები და 2028 წლის პერსპექტივებზე ისაუბრა.

„ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალ წელს, მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ომი, შემხვედრი ნაბიჯებიც იქნება გადადგმული, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც აშშ-ის ისე ევროკავშირის მიმართულებით.

ევროინტეგრაცია რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს, საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტად. 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ უკვე 2028 წლისთვის 90%-ს გადააჭარბოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამ.

ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება არის ჩვენი ერთ-ერთ უმთავრესი პრიორიტეტი. ასევე, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანა – 50 მლრდ ლარს გადააჭარბებს 2028 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტი, რაც მოგვცემს ბევრად მეტი პროექტის განხორციელებისა და სოციალური უზრუნველყოფის პაკეტის გაფართოების შესაძლებლობას

ირაკლი კობახიძე: „ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი – სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებით, 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა 700 ახალი საწარმო, ხოლო 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g