LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ

116
ირაკლი კობახიძე

ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს იქნება „ქართული ოცნების“ მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ.

„არჩევნებს გარკვეული აზარტიც უკავშირდება და ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, თან ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ამ აზარტის თვალსაზრისით მათი მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენთვის იქნებოდა ძალიან საინტერესო“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g