„როდესაც ფიზიკურად ვეღარ ძალადობდნენ, როდესაც ამის რესურსი ამოიწურა, გადავიდნენ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რაც ლიბერალური ფაშიზმისთვისაა დამახასიათებელი“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სიების გამოქვეყნება, ფსიქოლოგიური ძალადობაა:
მამუკა მდინარაძე – „ნაცტელევიზიებმა“ საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია, არადა, რამდენი „ფეიკი“ აქვთ გაკეთებული, ასეთ სიებს რუსებს აძლევენო – საკუთარი სამშობლოს მავნებელი მტრები არიან!
„ბარემ მიაწერონ, მათი პატრონები წითელ ხიდზე რომ გარბოდნენ, რომელი სპეცრაზმელი იბრძოდა აგვისტოს ომში, უფრო გაუადვილებენ იდენტიფიცირებას…“
„როდესაც ფიზიკურად ვეღარ ძალადობდნენ, როდესაც ამის რესურსი ამოიწურა, გადავიდნენ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რაც ლიბერალური ფაშიზმისთვისაა დამახასიათებელი. დაიწყეს სიების გამოქვეყნება, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, პოლიციელების სიების. თუ ვინმეს რაიმე სიის უნდა ეშინოდეს, ესენი რადიკალები არიან. ჩვენ ვიმოქმედებთ – ამას ვპირდებით ყველას“,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა იმ სპეცრაზმელების სია, რომლებიც მათ ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა დარბევასა და დაკავებებში მონაწილეობენ.