LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს

114
ირაკლი კობახიძე

უკვე არის დაპატიმრებული რამდენიმე ადამიანი, პირველ რიგში, ესენი არიან დამხობის მცდელობის ორგანიზატორები – ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს სახელმწიფოსა და სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, დაუსჯელი ვერავინ დარჩება და ძალადობის განმახორციელებლების წინააღმდეგ კანონი ძალიან მკაცრი იქნება.

„ყველას მინდა შევახსენო, რომ დაუსჯელი ვერავინ დარჩება. ჩვენ გვაქვს მოძალადეების იდენტიფიცირების იმაზე ბევრად მეტი რესურსი, ვიდრე ეს იყო თუნდაც შარშან, შარშანწინ, შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს სახელმწიფოსა და სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ. კანონი მათ მიმართ იმოქმედებს ძალიან მკაცრად. გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, ესეც არის ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობა ქართველი საზოგადოების წინაშე, იმ ამომრჩევლის წინაშე, რომელიც გუშინ სრული მობილიზებით გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნების შედეგები, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მუნიციპალიტეტში ხმების 70%-ზე მეტი მიიღო.

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში მერები „ქართული ოცნების“ კანდიდატები გახდნენ – ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგები

მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების ადმინისტრირებისთვის მადლობა გადაუხადა.

„პრაქტიკულად დასრულებულია ქვეყნის მასშტაბით ხმების დათვლის პროცესი. შედეგების თანახმად, ჩვენმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მასშტაბით მიიღო 1.1 მლნზე მეტი ხმა. ეს არის, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ძალიან მყარი ნდობის კიდევ ერთი დადასტურება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს ნდობა მაქსიმალურად გავამართლოთ. რაც შეეხება თბილისში პარტიულ შედეგს, ეს არის ყველაზე მაღალი შედეგი, რაც დაფიქსირებულა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და დედაქალაქის მოსახლეობასაც გვინდა მადლობა გადავუხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენმა პარტიამ მიიღო ხმების 70%-ზე მეტი, რაც შთამბეჭდავი შედეგია“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g