LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ძვირფასო მეხანძრე-მაშველებო, გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს! თითოეული ჩვენგანი დიდად აფასებს გმირობის ტოლფას თქვენს ყოველდღიურ შრომას მოქალაქეთა სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად“

110
ირაკლი კობახიძე

12 ივნისს საქართველოში მეხანძრე-მაშველის დღე აღინიშნება.

მეხანძრე მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ქვეყნისა და საზოგადოებისადმი გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

„ძვირფასო მეხანძრე-მაშველებო, გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს!

თქვენ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და, ამასთან, ურთულესი მისია გაკისრიათ, რომელიც პროფესიონალიზმთან ერთად უდიდეს თავდადებას მოითხოვს. თითოეული ჩვენგანი დიდად აფასებს გმირობის ტოლფას თქვენს ყოველდღიურ შრომას მოქალაქეთა სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად.

მადლობას გიხდით ქვეყნისა და საზოგადოებისადმი ერთგული სამსახურისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს და მშვიდობიან სამსახურს!“, – აღნიშნულია ირაკლი კობახიძის მიმართვაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ძვირფასო მეხანძრე-მაშველებო, გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს! თქვენ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე…

Posted by საქართველოს მთავრობა on ოთხშაბათი, 11 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g