LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ეუთოსთან ჩვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად“

118
ირაკლი კობახიძე და ფერიდუნ სინირლიოღლუ

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ეუთს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაში ჩართულობისთვის მადლობას უხდის.

როგორც ირაკლი კობახიძე სოციალურ პლატფორმა X-ში წერს, ეუთო-სთან პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად.

„მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე ეუთოს გენერალურ მდივანს, ბატონ ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში მისი ვიზიტის ფარგლებში. გულწრფელად მადლობელი ვარ გენერალური მდივნის მხრიდან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებაში ჩართულობისთვის.

ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა – „კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართ“

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ეუთოსთან თანამშრომლობას, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს შეეხო.

ჩვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად, ასევე რეგიონული თანამშრომლობის წახალისებისა და საერთო გლობალური გამოწვევების დასაძლევად“. – წერს ირაკლი კობახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g