პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში აფასებს გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრას, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში შედგა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მასსა და ანტონიო გუტიერეშს შორის ნაყოფიერი დისკუსია გაიმართა:
„გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, ნაყოფიერი დისკუსია მქონდა გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან.
მოუთმენლად ველი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას გენერალური მდივნის წინადადებების იმ ძირითად ასპექტებზე, რომელიც ასახულია ჩვენი საერთო დღის წესრიგის ანგარიშში და ხაზგასმულია მომავლის პაქტში“, – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
Held fruitful discussions with H.E. António Guterres, @antonioguterres, UN Secretary-General in the frames of the 79th Session of the #UNGA. Looking forward to work with our international partners on key aspects of SG’s proposals laid out in Our Common Agenda report and further… pic.twitter.com/dL72Bnuasa
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) September 23, 2024
ირაკლი კობახიძე 25 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა