LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს – რაც შეეხება 2024 წელს, ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი

104
ირაკლი კობახიძე

გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, გამოიძიონ ის, თუ რა ნივთიერებებს იყენებდა ბატონი გახარია 2019 წელს შეკრების დაშლის დროს, რაც შეეხება 2024 წელს, რასაც ეხებოდა „ბიბისის” გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პარტიის „საქართველოსთვის“ მიერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაინიცირების გეგმას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი ღიაა და გამჭვირვალე და მიუხედავად იმისა, რომ თავისი შინაარსით ეს გამოძიება არის საიდუმლო, საერთაშორისო სუბიექტების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, ხელისუფლება მზად არის, გაუზიაროს მათ როგორც შესაბამისი დოკუმენტაცია, ისე სათანადო მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით.

„მათ შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს. რაც შეეხება 2024 წელს, რასაც ეხებოდა „ბიბისის” გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი.

ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია, დაინტერესდეს ამ გამოძიებით, როგორც დოკუმენტაციის ნაწილში, ისე ნივთიერებების ნაწილში და მიუხედავად იმისა, რომ თავისი შინაარსით არის საიდუმლო ეს გამოძიება, ასეთ საერთაშორისო სუბიექტებს შეგვიძლია, გავუზიაროთ შესაბამისი როგორც დოკუმენტაცია, ასევე სათანადო მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ღიაა და გამჭვირვალე. რაც შეეხება გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, მათ შეუძლიათ, გამოიძიონ ის, თუ რა ნივთიერებებს იყენებდა ბატონი გახარია 2019 წელს შეკრების დაშლის დროს”, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g