LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე; „გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ, 9,8% შეადგინა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“

139
ირაკლი კობახიძე

„სტაბილურობამ და პროგნოზირებადმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოზიციების განმტკიცებაზე, გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა საშუალოდ, 9,8 პროცენტი, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი ეკონომიკურ დიპლომატიას ენიჭება და ამ კუთხითაც, მიმდინარე წელს დიპლომატიური კორპუსის საქმიანობა გამორჩეული იყო.

„სტაბილურობამ და პროგნოზირებადმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პოზიციების განმტკიცებაზე. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. გასული ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ, 9,8% შეადგინა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. ჩვენ წელსაც შევძელით მაღალი ტემპის შენარჩუნება.

ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი ენიჭება ეკონომიკურ დიპლომატიას ამ კუთხითაც გამორჩეული იყო მიმდინარე წელს ჩვენი დიპლომატიური კორპუსის საქმიანობა და ამისთვისაც მინდა თქვენ მადლობა გადაგიხადოთ“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g