კოლუმბიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას, რომელსაც ბოლო მონაცემებით, სულ მცირე, 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
ირაკლი კობახიძე სამძიმრის წერილით კოლუმბიის მთავრობას და ხალხს უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობას და ხალხს. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისკენაა მიმართული. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერია ირაკლი კობახიძის სამძიმრის წერილში.
Our deepest condolences to the Government and people of Colombia following the devastating earthquake.
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) August 11, 2026
Our thoughts are with the families and loved ones of those who lost their lives. We wish a swift recovery to all those injured.
ცნობისათვის, CNN-ი კოლუმბიის დედაქალაქთა ასოციაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კოლუმბიაში მომხდარი 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 132 ადამიანი დაიღუპა და 570 დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების ჯგუფები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას აგრძელებენ.
მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ტერიტორიაზე ჯარისკაცები განათავსა. ეპიცენტრი კოლუმბიის დასავლეთით, სან ხოსე დელ პალმარში, მდებარეობდა. ბიძგები ძლიერად იგრძნობოდა ქვეყნის დედაქალაქშიც.
