LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „გიორგი გახარიასთვის ეპითეტი „გარეწარიც“ კი ძალიან რბილი შეფასებაა… ის გარე დავალებების საფუძველზე, უმძიმეს დანაშაულებს სჩადიოდა“

127
ირაკლი კობახიძე

პრემიერი-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, მაშინ როდესაც თანამდებობას იკავებდა, სახელმწიფოს და ადამიანებს, სამართალდამცველებს და ახალგაზრდებს ერთმანეთს შეგნებულად უპირისპირებდა.

ბიძინა ივანიშვილი გახარიაზე და მის გუნდზე: „ამ გარეწართან რომ დგანან, რა თქმა უნდა, გასამართლება მოუწევთ, დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას და რისთვის აკეთებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანას როგორ ეხმარება დღესაც, რა კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ მეორე დღესვე საქართველო ომში უნდა ჩართოს“

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, „გიორგი გახარიასთვის ეპითეტი „გარეწარიც“ კი ძალიან რბილი შეფასებაა და ის გარე დავალებების საფუძველზე, უმძიმეს დანაშაულებს სჩადიოდა“.

„პრინციპში, ხელის გულზე დევს მისი ძირითადი დანაშაულები. კიდევ ერთხელ შემიძლია ჩამოვთვალო რამდენიმე მთავარი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა. ეს იყო მესტიის სპეცოპერაცია, სადაც მის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის გამო, რეალურად, შეურაცხყოფილი დატოვა სპეცრაზმის წარმომადგენლები, ჩვენი პოლიციელები. მეორე იყო პანკისი, სადაც მოხდა ზუსტად იგივე. მესამე იყო ბასიანის სპეცოპერაცია. გახსოვთ, როგორ წარიმართა ეს მოვლენები.

გახარია შეგნებულად უპირისპირებდა ერთმანეთს სახელმწიფოს და ადამიანებს, სამართალდამცველებს და ახალგაზრდებს. ის ამას სპეციალურად, შეგნებულად, გარე დავალებების საფუძველზე აკეთებდა. რაც მან 20 ივნისს გააკეთა – როდესაც წყლის ჭავლი და გაზი არ გამოიყენა და საქმე იქამდე მიიყვანა, სადამდეც მიიყვანა, მისი ერთ-ერთი უმთავრესი უმძიმესი დანაშაულია. მისი დანაშაული იყო ასევე ჩორჩანა. თითოეულ შემთხვევაში, ის ცდილობდა, გარე დავალებების საფუძველზე, დაეზიანებინა სახელმწიფოს ინტერესები, ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა სამართალდამცველები და ახალგაზრდები, ზოგადად, სახელმწიფო და ადამიანები.

ეს არის უმძიმესი დანაშაულები, რომლებსაც გახარია ჩადიოდა სწორედ დავალებების საფუძველზე. აქედან გამომიდინარე, მისთვის ეპითეტი „გარეწარიც“ კი ძალიან რბილი შეფასებაა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები