პრემიერი, ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე, შვილები და სიტყვით გამოსვლის მთავარი აქცენტები: ფოტოები ინაუგურაციიდან
„ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა! ჩემი მომავალი ძალისხმევა მიმართული იქნება საზოგადოების კონსოლიდაციისა და გაერთიანებისკენ“, – განაცხადა დღეს, 29 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ინაუგურაციას ვულოცავ საქართველოს ახალ, მე-6 პრეზიდენტს – მიხეილ ყაველაშვილს. ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. ვუსურვებ მას ბევრ წარმატებას ამ მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებაში საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.