„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეკატერინე ტიკარაძეს თანამდებობის დატოვებაზე განცხადების გაკეთებამდე „ქართული ოცნების“ პარტიაში შეხვდა და ესაუბრა.
კობახიძის განცხადებითვე, გუნდში არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა.
“დიდი ხანია, ვფიქრობდი” – ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რატომ დატოვა თანამდებობა
„ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი თავად განმარტა. პოლიტსაბჭოში წევრთა ფუნქციები პარტიის წესდებით არის განსაზღვრული. ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას, ეს პრემიერ-მინისტრზეა დამოკიდებული და მას უნდა დაველოდოთ. ვიდრე ტიკარაძის ბრიფინგი ჩატარდებოდა, ის პარტიაში იმყოფებოდა, მასთან შეხვედრა, საუბარი მქონდა. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. თუ რაიმე დამატებითი განმარტება გჭირდებათ, მას ჰკითხეთ. ჩამოშლა ხდება ერთ პოლიტიკურ პარტიაში და მას ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სწრაფი ტემპით ჩამოშლა ხდება ამ პარტიაში და სიამოვნებით დავაკვირდებით პროცესს. „ქართულ ოცნებაში“ ეს არ ხდება,”– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ უპასუხა „მთავარი არხის“კითხვას იმასთან დაკავშირებთ, თუ „როდის გადადგება თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილი“.
„სერიოზული კითხვები რომ დასვათ, სჯობს. ნიკანორ მელიას ჰკითხეთ, როდის აპირებს პარტიის თავმჯდომარიდან გადადგომას ან როდის გადააყენებენ? ირაკლი ღარიბაშვილი მტრის ჯინაზე, კიდევ დიდი ხანი იქნება პრემიერის პოსტზე. გადადგომები მოიკითხეთ თქვენს პოლიტიკურ პარტიაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.